LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: პირდაპირ ეთერში ატირებული ზუზუ და ნინო არაზაშვილი

542
news3456

პროდიუსერი თეონა ჯორბენაძე სოციალურ ქსელში ამაღელვებელ ვიდეოს ავრცელებს, რომელიც „ტვ პირველის“ ეთერიდანაა და იმ საქველმოქმედო ამბის შესახებ წერს, რის გამოც გადაცემის წამყვანებიც და სტუმრებიც ეთერში ატირდნენ.

თეონა ჯორბენაძე:

„პირდაპირ ეთერში  წამყვანიან-სტუმრიანად  ერთდროულად ატირებულები თუ არასდროს გინახავთ, მაშინ ამ ვიდეოს შეავლეთ თვალი.

დღეს ნინიკო არაზაშვილი და ზუზუ / ნინო ნოდია, საუბრის დროს, ფაქტობრივად, ტიროდნენ, მე და ონისე უფრო ვაჟკაცურად.

„ტვ პირველის“  გადაცემა „პირველამდე“ ფონდ „იავნანას“ უკიდურესად გაჭირვებულ ათ ოჯახს მიეძღვნა, ძალიან გვინდა, მათი საფუძვლიანი დახმარება შევძლოთ და ბედნიერი ახალი წელი გავუთენოთ.

დღეს ასევე, გავიხსენეთ „იავნანას“ სამეგობრო ნატო მეტონიძის თაოსნობით, რომელშიც 10 მეგობარია გაერთიანებული და 15 წელია, უწყვეტად ეხმარებიან ერთ-ერთ ოჯახს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს ოჯახი მათი გადარჩენილია! განსაკუთრებული დამსახურება ამ საქმის წარმართვაში მაიკო ლალიაშვილს მიუძღვის და ასევე განსაკუთრებული მადლობა სამეგობროს ყველა წევრს, ჩვენს ძვირფას მეგობრებს.

დღეს ოთხივეს სტუდიაში მთელი სიცხადით გაგვახსენდა, რამხელა სიკეთე იყო და არის ფონდი „იავნანა”, რამდენ ადამიანს აერთიანებდა სიყვარულის, სიკეთის და მაღალი ხელოვნების გარშემო. თუ კარგად გაიხსენებთ, ცრემლებს ვერც თქვენ შეიკავებთ.

და იმისთვის, რომ კვლავ სიკეთემ გაიმარჯვოს, შემოგვიერთდით, აირჩიეთ რომელიმე ოჯახი და დავეხმაროთ, რითაც შეგვიძლია.

წლევანდელ საშობაო აქციას უკვე შემოუერთდნენ: ნიკოლოზ რაჭველი, რომლის სახელზეც ერთ-ერთ ოჯახს  გადაეცა გაზქურა, ნატო მეტონიძე, ნათია შოშიტაიშვილი, ნინო ნახუცრიშვილი, ნათია ფოფხაძე, ნუცა ნებიერიძე, გვანცა ცანავა.

დიდი მადლობა ❤

საქველმოქმედო ფონდი „იავნანა“

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“

GE49VT6600000039163608“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g