პირველ რიგში, აუცილებელია, ის ადამიანები გათავისუფლდნენ, ვინც დააპატიმრეს, – აღნიშნულის შესახებ მსახიობმა ნატა მურვანიძემ „TV პირველზე“ აქციიდან ჩართვის დროს.
მისივე თქმით, საქართველო ახლა დამოუკიდებლობის გზას გადის.
„პირველ რიგში, აუცილებელია, ის ადამიანები გათავისუფლდნენ, ვინც დააპატიმრეს. ისინი აბსოლუტურად აბსურდულად დააკავეს. უმძიმესი რამ ხდება – იმიტომ, რომ მათ სცემენ, ძარცვავენ და აბსურდულ ბრალდებებს უყენებენ […] ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს, ვის და რა მეთოდებით ებრძვის […]
საქართველო ახლა დამოუკიდებლობის გზას გადის, მართლა ოღონდ, მე მგონი […] ჩვენ აქ ლიდერების გარეშე ვდგავართ და ამდენი ხანია, აპოლიტიკური და აპარტიული შეკრება გრძელდება […] ჩვენ არ შეგვიძლია, აქ არ ვიყოთ. მგონია, რომ ყველაფერთან ერთად, ჩვენი აქ ყოფნა არის სხვების უსაფრთხოება“, – განაცხადა მსახიობმა.