2026 წლის დადგომამდე, მუსიკოსი და მომღერალი რუსუდან მუმლაძე და მისი მეუღლე, კომპოზიტორი ზურაბ ლალიაშვილი „დღის პოსტის“ მაყურებელს საკუთარ სიყვარულის ისტორიასა და საახალწლო ტრადიციებზე უამბობენ.
ვიდეო: „ჩაცმაზე რჩევას ჩემს მეუღლეს ვეკითხები, ზურას ძალიან კარგი გემოვნება აქვს“ – რუსუდან მუმლაძე
როგორც წყვილი აღნიშნავს, ისინი უკვე 15 წელია ერთად ხვდებიან ახალ წელს. ამასთან, როგორც ისინი აღნიშნავენ, წლების გასვლასთან ერთად, მათი სიყვარული კიდევ უფრო გაძლიერდა.
„ახალი წელი ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული და საყვარელი დღესასწაულია და ამ დღესასწაულისთვის პატარა ბავშვივით ვემზადები. უკვე მე-15 წელია, ახალ წელს ერთად ვხვდებით.
31 დეკემბერს ძირითადად სახლში არ ვართ, ან მეგობრებთან ვხვდებით, ან კონცერტზე ვართ…
სიყვარული უფრო გაძლიერდა…
პირველ შეხვედრას რა დამავიწყებს – მობრძანდა პატარა რუსუდანი. მივხვდი, რომ ეს გოგო მუსიკისთვის არის დაბადებული.
რუსუდან მუმლაძე: „11 წელი! სრული ტანდემი შედგა, ვისაც ცუდი მოლოდინი გქონდათ, გვაპატიეთ…“
