კახი მამულაშვილი სოციალურ ქსელში არქივიდან ვიდეოს გვიზიარებს.
ვიდეო 2003 წელსაა გადაღებული, რა დროსაც ლელა წურწუმია მსმენელის წინაშე თავის ერთ-ერთ ჰიტს ასრულებს.
„პირველი გაფანტვა 2003 წ. 3 ოქტომბერი, რესპუბლიკის მოედანი“ – წერს მამულიჩა.
„რა დრო გასულა“
„გასაგიჟებელ ფორმაში ხარ“
„2000-იანი წლებიდან დღემდე რომ პოპულარობას ინარჩუნებ ადამიანი და ახალგაზრდა თაობას უყვარხარ…DIVA მიყვარხარ“
„ჩემი ტკბილი ბავშვობა, მიყვარხარ ლელა“ – აღნიშნავენ სოცქსელში.