LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო/ფოტო: „პირველივე შეხვედრაზე მითხრა ჩვენ ერთად უნდა ვიყოთო, მომეწონა მისი სიმამაცე… ხელი ირანში მთხოვა, ეს უპრეცედენტო ამბავი იყო ირანში, აქ არ არიან მიჩვეული მუხლმოდრეკით ხელი სთხოვოს მამაკაცმა ქალს“ – როგორ გაიცნო და რით მოხიბლა, რას ჰყვება გიორგი გველესიანის მეუღლე?

330
ლინდა კიკოლაშვილი

„2018 წელს გავიცანით ერთმანეთი, საერთო მეგობრის მეშვეობით, ინსტაგრამზე მნახა და სთხოვა გამაცანიო“ – საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი გველესიანის მეუღლე, ლინდა კიკოლაშვილი გიორგისთან პირველ შეხვედრას იხსენებს.

ყველასთვის საყვარელი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის მეუღლე „დღის პოსტის“ ეთერში ჰყვება, თუ როგორ სთხოვა საყვარელ ქალს ირანში ხელი.

ლინდა კიკოლაშვილი ამბობს, რომ დღეს ფეხბურთი მისი ცხოვრების დიდ ნაწილს მოიცავს.

მეუღლეზე საუბრისას ლინდა ამბობს, რომ წყვილს ერთად ყოფნა არ სწყინდება და რომ გიორგი არის ადამიანი, რომელსაც შეგიძლია ბოლომდე დაეყრდნო:

„2018 წელს გავიცანით ერთმანეთი, საერთო მეგობრის მეშვეობით, „ინსტაგრამზე“ მნახა და სთხოვა გამაცანიო. პირველივე შეხვედრაზე მტკიცე ხასიათი გამოავლინა და მითხრა, რომ ჩვენ ერთად უნდა ვიყოთო, მომეწონა მისი სიმამაცე.

1 წელში დავოჯახდით. ხელი ირანში მთხოვა, ეს უპრეცედენტო ამბავი იყო ირანში, რადგან იქ არ არიან მიჩვეული მუხლმოდრეკით ქალთან წარდგეს მამაკაცი და ხელი სთოვოს და ეს იყო ძალიან რეზონანსული ამბავი. რესტორანში მთხოვა ხელი, არ ველოდი იმ მომენტში, ეს ძალიან სენსიტიური მომენტი იყო… დღეს ფეხბურთი ჩემი ცხოვრების დიდ ნაწილს მოიცავს და ძალიან შემიყვარდა.

გიორგი ალბათ თავიდან ვიზუალური მხარით მოვხიბლე, არ გვწყინდება ერთად ყოფნა, ის ადამიანია რომელსაც შეგიძლია ბოლომდე დაეყრდნო, მან ჩემი მოწონება რამდენიმე შეხვედრის შემდეგ დაიმსახურა, ის რომანტიკულია“ – ამბობს ლინდა კიკოლაშვილი.

⚽️ პირველივე შეხვედრაზე მითხრა, – ერთად უნდა ვიყოთო… – გიორგი გველესიანის მეუღლე

⚽️ პირველივე შეხვედრაზე მითხრა, – ერთად უნდა ვიყოთო… – გიორგი გველესიანის მეუღლე ⚽️ გიორგის ყოველთვის ქონდა სურვილი საქართველოს სახელით ეთამაშა… 🔹ირანში ყველაზე მეტად ხიჯაბის ტარება გამიჭირდა… #ლინდაკიკოლაშვილი

Posted by დღის პოსტი / Dgis Posti on ხუთშაბათი, 04 ივლისი, 2024