პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას უკრაინის უმაღლეს რადაში დეპუტატები ტაშით შეხვდნენ.
პოლონეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ანდჟეი დუდა უკრაინაში ჩავიდა. დუდა უკრაინის პარლამენტში, პირველი უცხო სახელმწიფოს მეთაური იქნება, რომელიც ომის დაწყების შემდეგ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს სიტყვით მიმართავს.
„თავის გამოსვლაში პრეზიდენტი აუცილებლად გაიხსენებს პოლონეთ-უკრაინის ისტორიას, მაგრამ, პირველ რიგში, პატივს მიაგებს მათ, ვინც იცავს უკრაინას, იცავს ევროპას“, – აცხადებენ პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.