LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Porsche–ს რომელი მოდელია უფრო მაგარი: ახალი 911 Turbo თუ Taycan Turbo?

63
porschetrbcannews

სპორტული Youtube–არხის Carwow–ს გუნდმა Porsche–ს ორ მოდელს შორის დუელი მოაწყო. სუპერქარი Turbo S და ელექტრომობილი Taycan ერთმანეთს სწრაფად აჩქარებასა და შემდეგ ეფექტურ დამუხრუჭებაში შეადარეს.

სედანი Porsche Taycan Turbo S მოძრაობაში ორ ელექტროძრავს მოყავს და მათი საერთო სიმძლავრე 761 ცხენის ძალაა. ელექტროქარის მასა 2300 კილოგრამია, ფასი კი 139 ათასი ფუნტი სტერლინგიდან იწყება.

კუპე Porsche 911 Turbo S, 922 სერიიდანაა და 3,8 ლიტრის ბენზინის, 6–ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი. აგრეგატი 650 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, გადაცემათა კოლოფი 8–დიაპაზონიანი ავტომატურია. მოდელი კონკურენტზე 650 კგ–ით უფრო მსუბუქია და 15 ათასი ფუნტით უფრო ძვირი ღირს.

დანარჩენის ნახვა კი ვიდეოში თავად შეგიძლიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g