LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „პრემიერის დღეს მამა გარდამეცვალა და მე მაინც ვითამაშე სპექტაკლი” – გია ბურჯანაძე

431
BeFunky-collage - 2022-10-31T004104.312

მსახიობის გია ბურჯანაძე გადაცემაში “სხვა კითხვები ნიკოლოზისგან” საუბრობს, რომ სპექტაკლის პრემიერის დღეს მამა გარდაეცვალა.

როგორც ის იხსენებს, ამის მიუხედავად, სპექტაკლის პრემიერაზე თავისი როლი მაინც ითამაშა.

“სპექტაკლის პრემიერის დღეს მამა გარდამეცვალა. მან მოინდომა, რომ ოპერაცია გაგვეკეთებინა. მოკლედ ისე მოხდა, რომ დაემთხვა პრემიერას. ვიფიქრე ნარკოზიდან, რომ გამოვა, წავალ სპექტაკლზე მეთქი. გამოვიდნენ ექიმები და მითხრეს, რომ მამა გარდაიცვალა. დავრეკე თეატრში და თქვეს: მოვხსნით პრემიერას. მე ვთქვი, რომ ამით მამა არ გაცოცხლდებოდა. თვითონ მამა იყო ასეთი ადამიანი, ძალიან მშრომელი და უყვარდა, როდესაც საქმე კარგად კეთდებოდა. ასე ვითამაშე პრემიერა”, – საუბრობს გია ბურჯანაძე.

ამავე თემაზე:

“ფრჩხილებში სულ მიწები მქონდა…ამდენ რუსში საშინელ ტკივილს ვითმენდი” – რა შეემთხვა გია ბურჯანაძეს რუსეთში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები