LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: პრეზიდენტმა ორბელიანის სასახლეში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა – რა სიმღერა შეასრულეს ლელა წურწუმიამ, ქრისტინე იმედაძემ და ნინი ბადურაშვილმა

378
ფორტუნა (5)

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, ორბელიანების სასახლეში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას „ჩვენი ხმა ევროპას!“ შეურთდნენ.

ღონისძიებაზე ლელა წურწუმიამ, ქრისტინე იმედაძემ და ნინი ბადურაშვილმა „თბილისო“ შეასრულეს.

მათი ნამღერი სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გააზიარა.

„თქვენ გენაცვალეთ ქართველებო მაგრებო, ჯიგრებო“. – წერენ ვიდეოს კომენტარებში.

ცნობისთვის, ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს.

საქართველოს ევროპულ გზაზე უკან დახევა არის საქართველოს დამთავრება – პრეზიდენტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g