LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: პროექტის ,,ნიჭიერი” ფინალისტმა ,,არ დაიდარდოს” ეთერში შთამბეჭდავი ფოკუსი გააკეთა

223
ardaidardonichieri

როგორც ცნობილია.  „ნიჭიერი“ მეათე საიუბილეო სეზონი დაიწყო, გადაცემა ყოველ სამშაბათს, „რუსთავი 2“- ის ეთერში, 22:00 საათზე გადის, ყოველ ხუთშაბათს კი რადიო „არ დაიდარდო“ 17:00 საათზე, ნიჭიერის მონაწილეებს მასპინძლობს.

ამჯერად „ნიჭიერის დღიურებს“ 26 წლის ილუზიონისტი, ჯაბა ნიკურაძე ესტუმრა. ის „ოქროს ღილაკით“, რომელიც სტეფანემ გამოიყენა, პირდაპირ ფინალში გადავიდა.

აღსანიშნავია, რომ ჯაბა რეინჯერი გახლავთ. ფოკუსების კეთებით ის 15 წლის ასაკში, სკოლაში დაინტერესდა. მისი ინსპირაციის წყარო  სწორედ პროექტი „ნიჭიერი“ გახდა, „იუთუბის“ საშუალებით გაეცნო ახალ ფოკუსებს და თავისი უნარებიც დახვეწა. ფინალისტმა გადაცემაში საოცრად შთამბეჭდავი ნომერი წარადგინა და წამყვანის აღფრთოვანებაც დაიმსახურა.

ჯაბამ მორიგი გადაცემისთვის მზადება უკვე დაიწყო და ზუსტად იცის, კიდევ რით გააოცოს საზოგადოებას.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ჯაბა ნიკურაძე. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები