LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ქაფჩა და აგური“ – მართა რამიშვილის ნამღერმა საზოგადოება კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა

692
მართა რამიშვილი

მსახიობი, მომღერალი, რუსთავი 2-ის წამყვანი, რადიოწამყვანი ლაშა რამიშვილი ქალიშვილთან, მართასთან ერთად გადაცემა „იმედის დღეს“ სტუმრობდა.

მართას, რომელიც არაჩვეულებრივად მღერის, საზოგადოება უკვე კარგად იცნობს – სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში ის მამასთან ერთად ხშირად ასრულებს სხვადასხვა სიმღერას.

ვიდეო: „რა ღამეა“ – ლაშა რამიშვილი ქალიშვილთან ერთად ამღერდა: „ბრავო! მართა, მამიკოს გოგო…“

ამჯერად გადაცემაში მართამ საოცარი არტისტიზმით და ოსტატობით შეასრულა გია ყანჩელის სიმღერა „ქაფჩა და აგური“ მულტფილმიდან „ჯადოსნური კვერცხი“.

ვიდეო: ლაშა რამიშვილის ქალიშვილმა თავისი შესრულებით „ჩვენი ოჯახის“ წამყვანები გააკვირვა

აღსანიშნავია, რომ სიმღერის არანჟირება მარიკა ქაცარავას ეკუთვნის.

ვიდეო: მამა-შვილის ბრწყინვალე შესრულება – ლაშა და მართა რამიშვილი სიმღერას „სანამ ქვეყნად გაზაფხული იქნება“ ასრულებენ

მართას ნამღერმა ამჯერადაც, აუდიტორიის და სოციალური ქსელის მომხმარებლებისგან დიდი მოწონება და კომპლიმენტები დაიმსახურა: „რა კარგად მღერის“ – წერენ კომენტარებში.

🎤💖 მართა რამიშვილი, სიმღერა – "ქაფჩა და აგური"

🎤💖 მართა რამიშვილი, სიმღერა – "ქაფჩა და აგური" 🎼კომპოზიტორი – გია ყანჩელი, არანჟირება – მარიკა ქაცარავა

Posted by იმედის დღე /Imedis Dge on ხუთშაბათი, 06 ივნისი, 2024

ვიდეო: „გაზაფხულის შუქს მივყვებით მადლიანს“ – მართა და ლაშა რამიშვილების შესრულება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები