„იმედზე“ გია ჯაჯანიძის შოუს „სხვა რაკურსი“ ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე დედასთან, თამარ კლდიაშვილთან ერთად ესტუმრა.
დედა-შვილმა სახალისო ამბები გაიხსენა.
„მოვყვე დათოს დაკარგვა? ჩემი მეუღლე თბილისში იყო წასული, ისე სულ მანქანით დაგვყავდა ბავშვები სკოლიდან… იმ დღეს სკოლიდან წამოვიყვანე ავტობუსით. დაიცალა ავტობუსი და ბავშვი არ არის არსად. უცებ ავვარდი ავტობუსში. მძღოლმა მოიხედა, რას ეძებ, ქალბატონოო, ბავშვი მყავდა აქ-მეთქი. მერე აქ არაა ბავშვიო. მიშველეთ, მომპარეს ბავშვი-მეთქი. ვინ მოგპარავდა ბავშვს, ქალბატონოო… ვკივი, ჩემო ლამაზო, სად ხარ, შვილო, გამოდიო. მძღოლი მეუბნებოდა, ალბათ, არ ამოგიყვანიათო. დაუძახეს პატრულს, ვამბობდი, მიშველეთ, ჩემი ანგელოზი მომპარეს-მეთქი. წამიყვანეს პოლიციაში, დამაწერინეს ყველაფერი. ვამბობ, ლამაზი, ლამაზი… პატარა, მაგრამ ლამაზი ბავშვია-მეთქი. წამომიყვანეს სახლში, დათო ზის ჭიშკართან, მივვარდი, ჩავიხუტე, ჩემი ლამაზი-მეთქი… პოლიციამ დამიძახა მიკროფონში, ქალბატონო, მობრძანდით აგერ, რომ შეგვჭამეთ, ლამაზი, ლამაზიო, ამ ბავშვს ვინ მოგპარავდაო…“