ტელეკომპანია „იმედის“ ყოველკვირეული გადაცემის – „ნოესთან“ გასული ეპიზოდის სტუმარი კომპოზიტორი მარიკო კვალიაშვილი იყო.
მარიკო კვალიაშვილმა გადაცემაში ისაუბრა საკუთარი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდზე – უმძიმეს ტრაგედიებზე, პროფესიასა და მეუღლეზე. აღნიშნულ თემაზე საუბრის დროს, კომპოზიტორმა აღნიშნა, რომ ცოლი მეუღლის მიმართ ყოველთვის მოკრძალებული უნდა იყოს.
„არ ვიცი, შეიძლება ქალებმა გამამტყუნონ, მაგრამ ყოველთვის ქალებს ვამტყუნებ, თუ ნორმალური მეუღლეები ჰყავთ… როგორი გაწონასწორებული კაციც უნდა იყოს, ქალს შეუძლია წონასწორობიდან გამოიყვანოს, ამიტომ, ყოველთვის უნდა ეცადოს ქალი, საკუთარ თავს სცეს პატივი, რომ მეუღლე არ მიიყვანოს იმ ზომამდე, რამე აკადროს და როდესაც ასე ცხოვრობ, აქ იმ სიყვარულსაც ძალიან დიდ პატივს სცემ. სიყვარულს არ უყვარს უპატივცემულობა, მერე ის სიყვარულიც სხვაგან გარბის.
ცოლი ყოველთვის მოკრძალებული უნდა იყოს თქვენ მიმართ, ყველაზე მეტად ქმარს უნდა ეპრანჭებოდეს. არასდროს უნდა ეჩვენოს ცოლი ქმარს – უნდა დაასწროს დილით, რომ დავარცხნილი, მოწესრიგებული დახვდეს ქმარს“, – აღნიშნავს მარიკო კვალიაშვილი.
