LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ქალმა უნდა იცოდეს, რა უხდება მას..“ – 94 წლის ასაკში შვილიშვილთან ერთად შესრულებული ტანგო და დამანა მდივნიშვილის ცხოვრებისეული ისტორიები

468
BeFunky-collage (2) (1)

გადაცემის „დილა მშვიდობისა საქართველო“ ერთ-ერთი რუბრიკის წამყვანი, ანი გიუნტერი მსახიობ დამანა მდივნიშვილის ესტუმრა და მაყურებელს ხელოვანის ცხოვრებისეული და სასიყვარულო ისტორიები გააცნო.

განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა სიუჟეტის დასასრული – 94 წლის ასაკში მსახიობმა შვილიშვილთან, სანდრო ლილუაშვილთან ერთად ტანგო შეასრულა.

„სპექტაკლი რომ დამთავრდებოდა, არ მიდიოდნენ, ჩემს გამოსვლას ელოდებოდნენ, შემომეხვეოდნენ გარშემო.. სარკეში ჩემი თავის დანახვა არ მიყვარდა, მინდოდა უკეთესი ვყოფილიყავი.. ალბათ, 3-4 წლის წინაც იმაზე ვფიქრობდი, რატომ შემირთო ცოლად [ლაშამ], რა მოეწონა ჩემში? საათი დამიტოვა, ჩემი ხელი გეტყობოდესო, მის გარეშე წლები გავატარე, 15 წელი იყო დაკავებული, ჩავდიოდი, წერილებს ვწერდი..

შვილიშვილთან ერთად შესრულებული ტანგო 94 წლის ასაკში

? შვილიშვილთან ერთად შესრულებული ტანგო 94 წლის ასაკში.

? ანი გიუნტერი მსახიობ დამანა მდივნიშვილის ესტუმრა

? როგორია ხელოვანის ცხოვრებისეული და სასიყვარულო ისტორიები?

Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on ოთხშაბათი, 24 იანვარი, 2024

ჩაცმა ძალიან მიყვარდა. ქალმა უნდა იცოდეს, რა უხდება მას..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g