სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო მალტის აეროპორტში ქართველი მომღერლების მიერ ექსპრომტად შესრულებული სიმღერის.
საქმე ისაა, რომ მომღერალმა გელა დონაძემ მეუღლესთან, კომპოზიტორ ანუკი ცქვიტინიძესთან ერთად ცნობილი ჰიტი „volare“ შეასრულა პიანისტ სანდრო გეგეჭკორის აკომპანემენტის თანხლებით და აეროპორტში მყოფი საზოგადოებაც აიყოლია.
„მალტის აეროპორტში ფრენები გადაიდო, მიზეზი: Gela Donadze“, – წერს სანდრო გეგეჭკორი და ვიდეოს გვიზიარებს.
„ქართული ნიჭის ზეიმი“, „საქართველოს საამაყო შვილები“, „სადაც მიდიან, საუკეთესო კვალს ტოვებენ“, „საუკეთესო ტანდემი“, – წერენ სოციალურ ქსელში.