LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ქართული ოცნების“ ბოლო გაფართხალებაა“ – პაატა ბურჭულაძე

424
2025-03-05_23-01-49_702433

„ქართული ოცნების“ ბოლო გაფართხალებაა, – აღნიშნულის შესახებ მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება.

მისივე თქმით, გამარჯვება ძალიან ახლოსაა.

„მე მეუბნებიან, რატომ არ მალავ სახეს და ა.შ., აზრი არ აქვს. თუ უნდათ ჯარიმის გამოწერა, შენ ამ ჯარიმას გამოგიწერენ. მე ცოტა ხანში გამოვაქვეყნებ, თუ როდის ვარ დაჯარიმებული, რა პერიოდს ვარ დაჯარიმებული, უკვე გადაკეტილ ქუჩაზე ვარ დაჯარიმებული, მაგას აღარ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ მთავარია ეს ჩვენ სერიოზულად არ უნდა მივიღოთ. ეს არის ბოლო გაფართხალება ამ მავნებლების.

ვინც დაგვაჯარიმებს ჩვენ გვინდა ერთი დიდი აქცია მოვაწყოთ ყველამ ერთად, მრავალათასიანი დემონსტრაცია. მხნედ ვიყოთ, დღეს მაგარი სიცივეა, უბერავს ცივი ქარიც, მაგრამ ხომ ხევდავთ, რა ხალხმრავლობაა. ჩვენი საქმე, მართალია ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, მთავარია ვიყოთ ერთად, გამარჯვება ძალიან ახლოს არის”, – ამბობს პაატა ბურჭულაძე.

აღსანიშნავია, რომ პაატა ბურჭულაძე სამართალდამცავმა უწყებამ გზის ხელოვნურად გადაკეტვის გამო ორჯერ დააჯარიმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g