LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ქართული სცენის ლეგენდა, საკუთარ დაბადების დღეზე, სოლო კონცერტით პლანეტის მთავარ გზაჯვარედინზე იმღერებს – შენთვის!“ – მერაბ სეფაშვილი 13 ოქტომბერს ნიუ-იორკში კონცერტს გამართავს

167
მერაბ სეფაშვილი

ქართველი მომღერალი მერაბ სეფაშვილი საკუთარ დაბადების დღეს, 13 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებულ-შტატებში, ნიუ-იორკში კონცერტს გამართავს.

პირველი ქართველი არტისტი, რომელიც ბროდვეის დიდ სცენაზე იმღერებს – 13 ოქტომბერს, მერაბ სეფაშვილი ნიუ-იორკში კონცერტს გამართავს

როგორც ცნობილია, კონცერტზე სახელწოდებით – „შენთვის“, აშშ-ში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს შესაძლებლობა ექნებათ, მერაბ სეფაშვილთან ერთად მოუსმინონ სხვა შემსრულებლებსაც, მათ შორის, ნინი შერმადინს, ლიზა ყენიას, ნოდიკო ტატიშვილს და პაპუნა შარიქაძეს.

ნიუ-იორკში დაგეგმილი კონცერტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს Emolas Corporation:

„მერაბ სეფაშვილი 13 ოქტომბერს, ნიუ-იორკში, შენთან შესახვედრად მოდის! 

ქართული სცენის ლეგენდა, საკუთარ დაბადების დღეზე, სოლო კონცერტით პლანეტის მთავარ გზაჯვარედინზე იმღერებს – შენთვის!“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები