ოლიმპიური ჩემპიონები – ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი, ასევე ვერცხლის მედლის მფლობელი გივი მაჭარაშვილი პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებიდან სამშობლოში დღეს დაბრუნდნენ.
ქართველ ოლიმპიელებს აეროპორტში ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ.
ოლიმპიურმა ჩემპიონებმა მედიასთან საუბრის დროს გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადეს და საკუთარი ასპარეზობის შესახებ ისაუბრეს:
„ძალიან მაგარი იყო, დადებითად შევაფასებ [ოლიმპიადაზე ასპარეზობას]. ბევრი დამარცხება იყო, ბევრი გამარჯვებაც იყო, [ადრე] წამის მეასედში დავმარცხდი და ახლა შევძელით და გამოვასწორეთ, მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა.
ქართველები ძალიან მაგარი ხალხი ვართ და ამას ყოველ ჯერზე ვამტკიცებთ, მინდა ქართველ ხალხს ბექაურის, ტალახაძის და ყველას გამარჯვება მივულოცო“, – თქვა გენო პეტრიაშვილმა.
ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი პარიზის ოლიმპიადიდან სამშობლოში დაბრუნდა💬 „ძალიან მაგარი ხალხი ვართ ქართველები, ამას ყოველ ჯერზე ვამტკიცებთ ხოლმე“ — ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი
Posted by Formula • ფორმულა on სამშაბათი, 13 აგვისტო, 2024
მედიასთან ისაუბრა ლაშა ტალახაძემაც და აღნიშნა, რომ მას და მის მწვრთნელებს შრომა დაუფასდათ:
„ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ სპორტსმენს, ყველა ძალიან კარგია, მედლების მოსაპოვებლად მაქსიმუმი გააკეთეს, მაგრამ ოლიმპიადაა, შეჯიბრია და ყველაფერი ხდება.
ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მესამედ მოვიპოვე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამისთვის ძალიან ბევრს ვშრომობდი, ძალიან ბევრს ვფიქრობდი. დაგვიფასდა შრომა მეც, ჩემ მწვრთნელებსაც, ჩემს ოჯახის წევრებსაც და ყველას, ვინც პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ჩემს გამარჯვებას ელოდებოდა “, – თქვა ლაშა ტალახაძემ.
სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე არიზის ოლიმპიადიდან სამშობლოში დაბრუნდა💬 „მესამედ მოვიპოვე ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ბევრს ვშრომობდი ამისთვის“ — ლაშა ტალახაძე
Posted by Formula • ფორმულა on სამშაბათი, 13 აგვისტო, 2024
„მინდა, ჩემი გამარჯვება ჩემს გმირებს, შინდისში დაცემულ ვაჟკაცებს მივუძღვნა“ – გენო პეტრიაშვილი