Crystalsport-ის სპორტულ გადაცემაში ჟურნალისტმა მამუკა კვარაცხელიამ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით საინტერესო ამბავი გაიხსენა:
„იტალიიდან წამოსვლის დღეს ქართველმა ბიჭმა გამომაცილა. რვა ქალბატონი მოდის და ეტყობათ, რომ ქართველები არიან. ვდგავართ და ვლაპარკობთ რაღაცებს მე და ეს ბიჭი, კვარას ვახსენებთ. ქართველები ხართო? ჩვენ შვიდნი მივდივართო და ერთ-ერთი, ანუ ქალბატონი ლეილა რჩებაო. ეს ქალბატონები მუშაობენ და ეხმარებიან ოჯახებს და ჩვენს სახელწმიფოსაც. აეროპორტში ერთად წავედით. ქალბატონი ლეილა რჩებოდა. დამიმარტოხელა და მკითხა, ხვიჩას თამაში როდის აქვსო. ვუპასუხე. ბილეთი სად ავიღოო. 62 წლის ქალი რომ მაგას გეუბნება, ძალაუნებურად დაინტერესდები, რატომ უნდოდა მატჩზე წასვლა. შვილო, 92 წლის მოხუცს ვუვლი. კვარამ ორი გოლი რომ გაიტანა, ეს ჩემი მოხუცი მეძახის, კვარა შენი სამშობლოდან არ არისო? ჩამეხუტა და თუ რამე მიწყენინებია, მაპატიეო… დავმეგობრდით, ისე მიყურებს, როგორც მეგობარს, კვარას მეძახის, ამაყად დავდივართო. ქართველები დადიან ამაყად, რომ კვარას სამშობლოდან არიან…“