“ტიკ-ტოკზე” ანგარიშზე lukangelo ვრცელდება ვიდეო, რომელიც ერთ-ერთ კლინიკაშია გადაღებული. ვიდეოში ქართველი ექიმები სასიამოვნოდ მღერიან. ის, ვინც ვიდეოს იღებს, ბანს აძლევს გოგონასა და ბიჭს, რომლებიც პირველ და მეორე ხმას უწყობენ ერთმანეთს. ექიმები ასრულებენ სიმღერას “წარსულმა სულ თან წაიღო”. “ისევ ვმღერით“, აღნიშნულია ვიდეოზე წარწერად. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ექიმები მცირე შესვენების დროს კლინიკაში თავს ასე ირთობენ.