Janini Channel „ინსტაგრამზე“ თავის შექმნილ ნაძვის ხეს გვიზიარებს ვიდეოს საშუალებით და დეტალურად მოგვითხრობს, როგორ შეიძლება ამ ულამაზესი ნაძვის ხის აწყობა.
„და აი, ისიც. თქვენს წინაშეა გრადიოზული ნაძვის ხე საშობაო სოფლით, სოფელში მოძრავი მატარებლით, მოგიზგიზე კოცონით და ბევრი სხვა ჯადოსნური დეტალით.
მსგავსი ნაძვის ხის შესაქმნელად დაგჭირდებათ:
▪ 6 ცალი ფირფიტა (ფირფიტებისთვის გამოყენებულია ფანერა და დვპ)
▪ 5 ცალი საყრდენი ღერძი (გამოყენებულია ხის ფიცარი)
▪25 ცალი დიოდური სანათი
▪11 მეტრი წიწვების გირლანდა
▪საახალწლო ნათურები წიწვებისთვის
▪25 ცალი სახლი
ფირფიტის ზომები:
1 ( ყველაზე დიდი ფირფიტა) – 110სმ
მე-2 ფირფიტა – 90სმ
მე-3 ფირფიტა – 90 სმ
მე-4 ფირფიტა – 70სმ
მე-5 ფირფიტა – 50სმ
მე-6 ფირფიტა – 40სმ
დაშორება ფირფიტებს შორის (ღერძების სიმაღლე) :
1 ქვედა ღერძი 34 სმ
2 ღერძი 34 ს
3 ღერძი 34სმ
4 ღერძი 30სმ
5 ღერძი 30 სმ“.