ქართველი ინფლუენსერი ნათია კახიძე დაბადების დღეს ხმაურიან გარემოში აღნიშნავს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები მოწმობს.
ვიდეოებსა და ფოტოებში ჩანს, რომ წვეულება მხიარულ და პოზიტიურ ატმოსფეროში მიმდინარეობს, სადაც მეგობრები და ახლობლები ერთად შეიკრიბნენ მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნავად.
„დღეს დაბადების დღე მაქვს, ამიტომ ხვალ მოგიყვებით რა და როგორ“, – მიმართა ინფლუენსერმა საკუთარ მრავალრიცხოვან გამომწერებს.
აღსანიშნავია, რომ ნათია კახიძეს და მის მეუღლეს დაბადების დღე ერთ დღეს აქვთ, რის გამოც წყვილმა ეს განსაკუთრებული თარიღი ერთად, ერთობლივი წვეულებით აღნიშნა.
