ქართველი მოდელი, ეთო მიგრიაული ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის, „თიმბერლენდის“ (Timberland) რეკლამაში გადაიღეს. სარეკლამო რგოლი ახლახან გავრცელდა, სადაც ორიგინალური გარეგნობის ქართველი გოგონა მონაწილეობს.
ეთო მიგრიაულს საქართველოში თაკო ჩხეიძის Geomodels Agency წარმოადგენს, ხოლო უცხოეთში Brave Models Managment.