რუსულ მუსიკალურ შოუში ქართველი გოგონა წარდგა ჟიურისა და მაყურებლის წინაშე. მან ნინო ქათამაძის რეპერტუარიდან ცნობილი სიმღერა „ქუჩაში ერთხელ“ შეასრულა, რომელიც გარდაცვლილ მშობლებს მიუძღვნა და დიდი ოვაციები და ემოციები გამოიწვია. თეკლა ეკალაძის არაჩვეულებრივმა შესრულებამ გულგრილი ვერავინ დატოვა. „ეს სიმღერა დედას და მამას მივუძღვენი, რომლებიც ცაში არიან“, აღნიშნა გოგონამ წამყვანთან საუბრისას.