“პირველი არხის” წამყვანმა, ნინუცა ორჯონიკიძემ პრომოს გადაღებაზე ოდრი ჰეფბერნის ერთ-ერთი ცნობილი იმიჯი მოირგო. სამოსი და მოტოც იმის მსგავსია, რაც ჰეპბერნის მონაწილეობით ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფილმშია გამოყენებული. “რომაული არდადეგების” მსგავსი იმიჯი ნინუცას გამომწერებმა, რასაკვირველია, ამოიცნეს და ამის შესახებ კომენტარებშიც დაწერეს.