LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ქედით ვაპირებდით გადმოსვლას, 200 მეტრში დათვი შეგვხვდა, 5 დღე ვიარეთ, ტელეფონი ორივეს დაგვიჯდა“ – რას ჰყვება გიორგი გვიჩიანი, რომელსაც სვანეთში მეგობართან ერთად ეძებდნენ

419
გიორგი გვიჩიანი

გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი, რომლებსაც სამაშველო და მოხალისე ჯგუფები, ოჯახის წევრები და მეგობრები სვანეთში 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ, ცოტა ხნის წინ იპოვეს.

სვანეთში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს – „ვიპოვეთ, ორივე ცოცხალია“

ტყიდან დაბრუნების შემდეგ, გიორგი გვიჩიანმა მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდებს გზა არ აბნევიათ:

„ქედით ვაპირებდით გადმოსვლას, 200 მეტრში დათვი შეგვხვდა, შემდეგ ტყეს გამოვყევით და 5 დღე ვიარეთ, ტელეფონი ორივეს დაგვიჯდა. განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა – კემპინგი, თავგადასავალი…

ღამეს კარავში ვათევდით. კვალი არ აგვრევია, ქედით ვაპირებდით გადმოსვლას, მაგრამ დათვის გამო გადავიფიქრეთ და ტყით ჩამოვედით, ბოლომდე ჩვენი ფეხით ჩამოვედით.

პირველივე ოჯახს ვკითხე, სად იყო მაღაზია, გვითხრეს, სავარაუდოდ, თქვენ გეძებენო“, – თქვა გიორგი გვიჩიანმა.

გიორგი გვიჩიანის პირველი კომენტარი

"კვალი არ აგვრევია, ქედით ვაპირებდით გადმოსვლას, დათვი შეგხვდა და ამიტომ წამოვედით ტყით. ტელეფონი დაგვიჯდა" | გიორგი გვიჩიანის პირველი კომენტარი

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on პარასკევი, 26 ივლისი, 2024

ცნობისათვის, ახალგაზრდების დაკარგვის შესახებ 112-ში შეტყობინება 24 ივლისს შევიდა, მალევე დაიწყო ძებნა-შველის ოპერაციაც.

გოგიტა ფარჯიანს და გიორგი გვიჩიანს ეძებდნენ სამაშველო ჯგუფები, მეგობრები და მოხალისე ჯგუფები, დღეს ძებნა-შველის ოპერაციაში ჩაერთო ვერტმფრენი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები