LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ქეთა ორბელაძე: „მასწავლებლებმა და ლექტორებმა რომ იციან უტაქტოდ შენიშვნის მოცემა, არც უნდათ, რომ პასუხი დაუბრუნო და პასუხს თუ დაუბრუნებ, უზრდელი ხარ… უფროსია და გაუტარეო. რატომ უნდა გავუტარო?“

3400
ქეთა ორბელაძე

ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი, ქეთა ორბელაძე, რომელიც მაყურებელმა გოცირიძეების ოჯახის პატარა გოგონას როლით ძალიან შეიყვარა, ანა ტყებუჩავას პოდკასტში საუბრობს იმის შესახებ, რომ უფროსის მხრიდან უხეშ მოქცევას არავის აპატიებს:

„მე რომ უტაქტოდ მომმართავ, თუნდაც მეკუთვნოდეს, მაგრამ მე ვფიქრობდე, რომ არ მეკუთვნის, მე იმავეს დაგიბრუნებ. შეიძლება, არ დაგიბრუნო უტაქტოდ, ლანძღვით და ხმამაღალი ტონით, მაგრამ გაგცემ ისეთ პასუხს, როგორიც საჭიროა. მე მაქვს ლაპარაკი, მასწავლებლებმა და ლექტორებმა რომ იციან უტაქტოდ შენიშვნის მოცემა, არც უნდათ, რომ პასუხი დაუბრუნო და პასუხს თუ დაუბრუნებ, უზრდელი ხარ. ჩვენ აღარ გვაქვს თავშეკავება ჩართული, უფროსია და გავუტარებო. არ გავუტარებ. რატომ უნდა გავუტარო? გავუტარებ იმას, ვინც მე პატივს ვცემ და ვინც არ მცემს პატივს, მას მეც არ ვცემ პატივს. თუ პატივს ვცემ, მაშინ აუცილებლად ვეტყვი, რომ ეს არ მსიამოვნებს ასეთი საუბარი. თუ ვიცი, რომ ჩემ მიმართ არანაირი დამსახურება არ აქვს, წყნარად დავუბრუნებ პასუხს, მაგრამ ის იტყვის, როგორი გაუზრდელი თაობა მოდისო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g