LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ქეთი წიქვაძემ იუბილე მეგობრებისა და ახლობლების გარემოცვაში აღნიშნა – კადრები წვეულებიდან

794
2025-05-06_22-17-31_186480

ქეთი წიქვაძე იუბილარია.

მსახიობმა დაბადების დღე მეგობრებისა და ახლობლების გარემოცვაში აღნიშნა.

ვიდეოში ჩანს, რომ ტორტი მას მეუღლემ, ნიკა არველაძემ მიართვა.

კადრებს სოციალურ ქსელში მომღერალი ნინი ბადურაშვილი გვიზიარებს.

აღსანიშნავია, რომ მცირე ხნის წინ, მსახიობმა ნანა ლორთქიფანიძემ ჟურნალ „სარკესთან“ თავისი ქალიშვილის, ასევე მსახიობ ქეთი წიქვაძის შესახებ საზოგადოებას საინტერესო სიახლე გაუმხილა. როგორც მან აღნიშნა, უკვე ორი წელია, ქეთი რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის უფროსი ვაჟის, ნიკას მეუღლეა.

ნანა ლორთქიფანიძის ქალიშვილი რეზი არველაძის უფროს ვაჟს გაჰყვა ცოლად: „მალე მესამე შვილიშვილის ბებია გავხდები…“

წყვილი ახლა შვილს ელოდება, რომელიც ნანა ლორთქიფანიძისთვის მესამე შვილიშვილი იქნება.

ვიდეო: ფეხმძიმე ქეთი წიქვაძე დედამთილის, თეონა თავართქილაძის იუბილეზე

ქეთი 22 წლის იყო, როცა პირველი ოჯახი შექმნა, თუმცა ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა და მეუღლეს მალევე დაშორდა. მას ორი შვილი, ილია და გიორგი ჰყავს. 

„ყველაზე ბედნიერი მინდა იყო, ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ“ – ქეთი წიქვაძე იუბილარია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g