მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე „ნიკოლოზის კითხვების“ სტუმარი იყო.
მედეა ლორთქიფანიძემ მეუღლის გარდაცვალების ამბავი გაიხსენა, რომლის შემდეგ დეპრესიას თავი დიდხანს ვერ დააღწია.
„ჩემი შვილი იყო 13 წლის, როდესაც მეუღლე გარდაიცვალა.. მეუღლე სამამულო ომის მონაწილე იყო. ომიდან, რომ დაბრუნდა, შაქარი ჰქონდა. ყველანაირად ხელს ვუწყობდი. სასმელს ვუკრძალავდი, ტკბილსაც არ ვაჭმევდი. მძღოლი ჰყავდა, რომელსაც მამა გარდაეცვალა კახეთში. თებერვალი იყო, უნდა წავიდეო, თქვა. დიდი თოვლი იყო. ვუთხარი, არ წასულიყო, მაგრამ არ დამიჯერა.
კახეთში სეფა ჰქონდათ გაშლილი, გაცივდა, დაემართა ფილტვების ანთება, რომ ჩამოვიდა, ორი დღე იცოცხლა. ვერაფერმა უშველა. ქმარი ხელში ჩამაკვდა…
დეპრესია მქონდა, სახლიდან არ გავდიოდი, პენსია დამინიშნეს, 17 მანეთი..
ცხოვრებაა ასეთი, ნელ ნელა, ეგუები ყველაფერს.. ფინანსურად მიჭირდა, მაგრამ ოქრო, რაც მქონდა, გავყიდე.“ – ამბობს მედეა ლორთქიფანიძე.