„დღის პოსტი“ გვაცნობს გიორგი თანდიაშვილს, რომელიც სტუდენტია და ქმნის ნასქოვ სათამაშოებს: „13-14 წლის ვიყავი, როცა ქსოვით დავინტერესდი. თვითნასწავლი ვარ, სხვადასხვა ვიდეოებით ვისწავლე ეს ხელსაქმე. ძირითადად, ვქსოვ ბავშვებისთვის სათამაშოებს, რადგან მიყვარს მათი გახარება.
ქსოვა ჩვენთან ქალის საქმესთან ასოცირდება, მაგრამ იმდენად დაინტერესებული ვიყავი, რომ ეს სტერეოტიპები არ მაინტერესებდა… თავიდან, როცა ქსოვა დავიწყე, ყველა სკეპტიკურად უყურებდა, რომ ეს იყო ბიჭის ნაქსოვი, მაგრამ საზოგადოების დამოკიდებულება ნელ-ნელა შეიცვალა…“
