მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი მასწავლებელი, ლადო აფხაზავა ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის სტუმარია, რომლის ეთერშიც მის ქურთუკთან დაკავშირებულ ამბავზე გვიყვება.
როგორც ლადო აფხაზავა ამბობს, საზოგადოებას ის ძვირადღირებული ეგონა, თუმცა სინამდვილეში მეორადებში შეიძინა.
„ქურთუკი ვიყიდე მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში, 32 ლარად და ჩემდა ჭირად აღმოჩნდა ძვირადღირებული ბრენდის. გამოფინეს, ნახეთ რა აცვია, და მეც მიკვირდა, რა მაცვია ასეთი ვერ ვხვდებოდი“, – ამბობს ლადო აფხაზავა.