ვიდეომ, რომელიც ქუთაისშია გადაღებული, ჩვენი ყურადღება მიიქცია. „ფეისბუქ“-მომხმარებელმა, გიორგი გვანცელაძემ საკუთარი სამსახურის ფანჯრიდან გადაიღო, როგორ მოუარა წვიმაში ბავშვმა უსახლკარო ძაღლს. მოზარდმა მას საკუტარი სვიტერი ჩააცვა, რომ სიცივისგან დაეცვა. „რა მაგარი ბავშვია“, წერს ვიდეოს ავტორი და ძნელია, მას არ დაეთანხმო.