სასარგებლოა თუ არა ყავა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, – ამ საკითხთან დაკავშირებით გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ მედიცინის სფეროს წარმომადგენელი საუბრობს.
„ყავა შეიცავს ფენოლ კარბონულ მჟავებს, მათ შორის დომინირებული არის მასში ქლოროგენის მჟავა. სასარგებლოა, თუმცა არ არის საკმარისი მონაცემები. მას რიგ შემთხვევაში აქვს ანტიკარცეროგენული მოქმედება, თუმცა ეს კლინიკურად დამტკიცებული არ არის.
უფრო შესაძლებელია ვთქვათ, რომ ყავა სავარაუდოდ სასარგებლოა, ამა თუ იმ დაავადებისას. თუმცა ჩვენ რეკომენდაციას არ გავცემთ“, – საუბრობს მედიკოსი.
