LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რა გვენაღვლება, როცა მამარდა გვყავს კარში.. ჩვენი კარიბჭე! ნომერ პირველი მეკარე“, „რა მაგარია, ამ ისტორიის მთავარი გმირი რომ ხარ!“ – გიორგი მამარდაშვილი პორტუგალიასთან მატჩის კადრებს გვიზიარებს

139
Untitled design (1)

26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა. გამარჯვებამ არამარტო ნაკრების წევრი ფეხბურთელები, არამედ სრულიად საქართველო გაახარა. გულშემატკივრები თბილისის ქუჩებში გამოვიდნენ, სიმღერებს მღეროდნენ, ერთმანეთს უდიდეს სიხარულს უზიარებდნენ.

აღნიშნულ შთამბეჭდავ და ემოციურ კადრებს საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი Instagram-ზე გვიზიარებს.

ვიდეომ დიდი მოწონება და გულთბილი კომენტარები დაიმსახურა. ადამიანები სოციალური ქსელითაც გამოხატავენ გიორგის მიმართ სიყვარულს და პატივისცემას, რადგან მადლიერები არიან, რომ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი თავად გიორგიმაც შეიტანა.

„რა მაგარია რომ ამ ისტორიის მთავარი გმირი ხარ! ⚽️♥️🇬🇪🇬🇪“, „უბრალოდ შოკში ვარ! უდიდესი წარმატებები გიორგის და მთელ ნაკრებს ❤️“, „❤️ ფრთხილად, კარში მამარდაა 😎“, „გული მშვიდად გვაქვს კარს რომ შენ იცავ გიო❤️❤️❤️❤️“, „რა გვენაღვლება როცა მამარდა გვყავს კარში ❤️ ჩვენი კარიბჭე 🇬🇪❤️“, „ნომერ პირველი მეკარე🔥🔥“, – წერენ სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები