LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რა ილოცეს ასეთი საქართველოში, ერთი პატარა შეფერხებაც არ გვქონია ოპერაციის დროსო“ – 16 წლის მარიამ კოხრეიძეს, რომელსაც მთელი ქვეყანა გულშემატკივრობდა ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა: რას ჰყვება დავით ოქროპილაშვილი

894
მარიამი

16 წლის მარიამ კოხრეიძეს, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა.

გოგონა მთელმა ქვეყანამ სოციალურ ქსელში ფოტოგრაფ დანტესის, იგივე დავით ოქროპილაშვილის პოსტებიდან გაიცნო.

მარიამს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა.

დანტესის ექიმის, მარიამ იობაშვილის, ასევე საზოგადოების დახმარებით მარიამი თურქეთში წაიყვანეს.

„ძალიან კარგად არის მარიამი, რეანიმაცია არ დასჭირდა, რაც ყველაზე მეტად გვანერვიულებდა, პირდაპირ პალატაში გადმოიყვანეს, გუშინ გავლაც მოახერხა, ცოტ-ცოტა საჭმელსაც ჭამს. არ ველოდებოდით, გაოცებულები ვართ ასეთი დადებითი შედეგით.

ექიმი ამბობდა, რა ილოცეს ასეთი საქართველოში, ერთი პატარა შეფერხებაც არ გვქონია ოპერაციის დროსო,“ – აღნიშნა დავითმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g