ლოს-ანჯელესის საავტომობილო მუზეუმმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ყველაზე იშვიათი ექსპონანტებია ასახული. კადრში ისეთი მოდელების ნახვაა შესაძლებელი, როგორიცაა – ერთ ცილინდრიანი Cadillac თუ ამერიკის პრეზიდენტის პირველი ჯავშნიანი ლიმუზინი.
მუზეუმი 9300 კვადრატულ მეტრზე გადანაწილებული 25 დარბაზისგან შედგება და მთლიანობაში 300-მდე ექსპონანტს აერთიანებს. საგამოფენო პავილიონები სამ სართულს იკავებს და თითოეული მათგანი კონკრეტულ თემატიკას ეძღვნება – ავტომობილების ისტორია, ავტომობილები კინოფილმებიდან და სარბოლო ტექნიკა. მაგალითად ექსპონანტთა შორისაა Greer-Black-Prudhomme – ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დრაგსტერი, ბეტმობილი – რომელიც 1989 წელს გადაღებულ ფილმში მონაწილეობდა და ბევრი სხვა რარიტეტი რომელთა ნახვაც ნებისმიერ ავტომოყვარულს გააბედნიერებს.