LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რა ხდება ჭავჭავაძის გამზირზე

488

ახალრეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა ახალი სქემით განახლდა.

მუნიციპალურმა ტრანსპორტმა სამანქანო მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით დაიწყო მოძრაობა, გაჩერებები კი ქუჩის შუა ნაწილში დამონტაჟდა, შესაბამისად საავტომობილო გზა შევიწროვდა.

სიახლემ მძღოლების დიდ ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია. მათი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ჯერ ზაფხულია და ქუჩებიც შედარებით ნაკლებადაა გადატვირთული, ვაკეში გადაადგილებისთვის ადრინდელთან შედარებით მეტი დრო სჭირდებათ და სოცობებიც ხშირად იქმნება.

ზოგი მათგანი ახალ სქემას უფრო კრიტიკულადაც აფასებს და სექტემბერში, სწავლის განახლების შემდეგ  სატრანსპორტო კოლაფსის მოლოდინიც აქვთ.

დედაქალაქის მერიაში კი აცხადებენ, რომ გამზირზე ნაკადების მატება წინასწარ აქვს დათვლილი, შესაბამისად, სექტემბერში მოძრაობის პარალიზების მოლოდინი არ აქვთ. მათი თქმით, ახალი სქემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილებას უზრუნველყოფს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები