LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რა ხდება მაშინ, როდესაც გიორგი ვარდოსანიძეს ცოლის ჩაცმულობა არ მოსწონს: „ვთვლი, რომ არ ვარ გამომწვევი და მიყვარს მოკლეების ჩაცმა…“

2112
გიორგი ვარდოსანიძე

გიორგი ვარდოსანიძე მეორე ნახევართან, მარიამ უშვერიძესთან ერთად ლელა წურწუმიას ესტუმრა.

ლელამ დასვა კითხვა ეჭვიანობის შესახებ.

მარიამი:

„ოდნავ მეტად არის გიორგი ეჭვიანი, ვიდრე მე. გამოკვეთილად არ არის თემა, რაზეც იეჭვიანებს, თითქოს უმნიშვნელო რაღაცაზე. ტანსაცმელი, მაგალითად…“

გიორგი:

„ზმანი“ ხო… რაღაცები ნერვებს მიშლის ხოლმე. არაფერს ვუკონტროლებ, მაგრამ ჩემს აზრს ვაფიქსირებ ხოლმე.

მარიამი:

„რაღაც მომენტში მეტყვის, გოგო რომ ვიყო, ამას არ ჩავიცამდიო. ძალიან მოკლე თუ იქნა… მიყვარს მოკლეების ჩაცმა, ვთვლი, რომ არ ვარ გამომწვევი, ეს, ალბათ, სიგამხდრის დამსახურებაა. ვგრძნობ, რომ შეიძლება არ მესიამოვნოს“.

გიორგი:

„ვერ ვეტყვი, რომ არ ჩაიცვას, მაგრამ რად უნდა ამას შეფუთვა, არ „გამისწორდება“. უმეტესწილად ითვალისწინებს. არ მქონია მომენტი, რომ „დაგრუზულს“ მევლოს ამის გამო. მარიამი იცვამს შორტს, მე ვამბობ, უკეთესიც შეიძლებოდა. ქვეტექსტი ისაა, რომ არ მომწონს. გემოვნების ამბავია რაღაც. დღეს მკითხა იმაზე, რაც აცვია, მოგწონსო? უკეთესი ვერსიაც შეიძლებაო. მერე სხვა მანახა და ის მომეწონა. მაქვს უფლება, რაღაცები არ მომწონდეს“.

მარიამი:

„რეალურად მართლა მაინტერესებს, მიხდება თუ არა და ამიტომ მაინტერესებს მისი აზრი. არ ვკითხულობ იმისთვის, რომ თითი დამიქნიოს…“

magti 5g