LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რა ხდება რადიოს კადრს მიღმა და როგორ მიმდინარეობს ეთერის პროცესი – მირიან ჯეჯელავას სტუმრობა რადიოჰოლდინგ „ფორტუნაში“

167

მირიან ჯეჯელავა „მთავარი არხის“ მიკროფონით თავის მშობლიურ რადიოჰოლდინგს „ფორტუნას“ ესტუმრა და ტელემაყურებელს ცნობილი ჰოლდინგის შესახებ მომზადებული სიუჟეტი წარუდგინა.

„მთავარი არხის“ მაყურებელმა იხილა, თუ როგორ მუშაობენ წამყვანები ოთხი რადიოსადგურის, რადიოების „ფორტუნა“, „ფორტუნა პლუსი“, „არ დაიდარდო“ და „ავტორადიო“ ეთერებში. „ფორტუნა პლუსის“ მენეჯერმა, რეზო კაკულიამ, სხვა თემებთან ერთად, განსაკუთრებული ხაზი გაუსვა იმას, რომ რადიოჰოლდინგს შეუერთდა ახალი როკრადიო, რომლის მოსმენის საშუალება ინტერნეტით უკვე ყველა მსურველს აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები