LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რა ლამაზი ენა ყოფილა“ – დუეტ „ჯორჯიას“ აფხაზურად შესრულებულმა სიმღერამ სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა

237
დუეტი ჯორჯია

გადაცემაში „პრაიმ შოუ“ აფხაზურ ენაზე შესრულებული სიმღერების პრემიერა შედგა.

აფხაზეთში ყველაზე პოპულარული მუსიკალური ჰიტებისთვის ახალი არანჟირება Bravo Records-ის პროექტის ფარგლებში შეიქმნა.

„პრაიმ შოუში“ ქართველმა მომღერლებმა სიმღერები აფხაზურ ენაზე შეასრულეს.

მათ შორის იყო დუეტი „ჯორჯია“.

„აფხაზეთის თემა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია… სიამაყით მიდევს სოციალურ ქსელში ფოტოები, რომელიც აფხაზეთში მაქვს გადაღებული“… – აღნიშნა რატი დურგლიშვილმა.

დუეტ „ჯორჯიას“ მიერ შესრულებულმა სიმღერამ „ჩქარა“, სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა.

„რა ლამაზი ენა ყოფილა აფხაზური“,

„ყველა ენაზე კარგად მღერით“, – წერენ სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g