ზურა გორგაძე თურქეთში მშობლებთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს და წერს, თუ რატომ სტუმრობს ამ ქვეყანას მამასთან ერთად სამ თვეში ერთხელ, ბოლო ორი წელია:
„2 წელია, სამ თვეში ერთხელ, სტამბოლს ვსტუმრობთ მე და მამა. მიზეზი მამას ონკოლოგიური პრობლემაა… ამჯერად საავადმყოფოს კონტროლს და კვლევებს, დასვენების დღეებიც მივაბით და პასუხების მოლოდინში ვნატრობდი, ეს დღეები შეგვერგებოდეს-მეთქი…
ხანგრძლივმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო, რამდენიმე წუთის წინ გამოვედით ექიმისგან, ძალიან კარგი პასუხებით…
ჯანმრთელობას და ბედნიერ ზაფხულს გისურვებთ ყველას!!!“