LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რა საოცარი საყურებელია! ბატონი იმერი არის საოცარი ადამიანი, რომლისთვისაც სიმღერა არის უდიდესი ზეიმი“ – იმერ და ირაკლი კავსაძეების და ქეთი ასათიანის მიერ „იმედის“ ეთერში შესრულებული „კოკობო ვარდო“ და მოხიბლული მსმენელი

224
მიმღერე

ტელეკომპანია „იმედის“ მუსიკალური შოუს, „მიმღერეს“ V სეზონის მე-7 ეპიზოდი, სახელწოდებით „სალაღობო“, ქართველი კომპოზიტორების შედევრებს დაეთმო.

„მიმღერეს“ მონაწილეებმა, იმერ და ირაკლი კავსაძეებმა ქეთი ასათიანთან ერთად არჩილ კერესელიძის „კოკობო ვარდო“ შეასრულეს.

ემოციურ ნამღერს აღფრთოვანება მოჰყვა გადაცემის სხვა მონაწილეებისა და აუდიტორიაში მყოფი მსმენელების მხრიდან.

„ღმერთო, რა საოცარი საყურებელია“, „ყველა ოჯახი შესანიშნავი იყო. კავსაძეებო და ჩიჩუებო ვგიჟდები თქვენზე. ბატონო იმერ, იდღეგრძელეთ. გეფერებით ბატონი კახის წილსაც“, „ბატონი იმერი არის საოცარი ადამიანი, რომლისთვისაც თვითონ სიმღერა არის უდიდესი ზეიმი და ამას უზიარებს ყველას“, „რა საოცარი იყო ეს ყველაფერი. აღფრთოვანებული ვარ. არ მინდოდა რომ დასრულებულიყო. არაჩვეულებრივი საღამო იყო. ამდენ ნიჭიერებას საზღვარი არ ჰქონდა“, – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.

ვიდეო: „სილამაზე, ნიჭიერება, გემოვნება, ყველაფერია შერწყმული ამ დედა-შვილში“ – ქეთი ასათიანი და ლიზა ჩიჩუა „თბილისურ კვარტეტთან“ ერთად „იმედის“ გადაცემაში „მიმღერე“ ცნობილი კომპოზიციით წარდგნენ

კავსაძეები – კოკობო ვარდო

ᲛᲘᲛᲦᲔᲠᲔ | კოკობო ვარდო იმერ და ირაკლი კავსაძეები, ქეთი ასათიანი კომპოზიტორი: არჩილ კერესელიძე #მიმღერე V სეზონი 🎙️ VII ეპიზოდი | სალაღობო

Posted by მიმღერე on სამშაბათი, 24 ივნისი, 2025

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g