LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რა შეემთხვა დათო ევგენიძეს მაცხოვრის საფლავზე: „გალობა შეწყვიტეს, მამაომ შეწყვიტა ქადაგება…“

197
დათო ევგენიძე

დათო ევგენიძე „პირამშოუსთან“ მართლმადიდებლობის მნიშვნელობის შესახებ საუბრობს:

„ყოველ წამს, საითაც არ გაიხედავ, სასწაული გაქვს. უფალი გიგზავნის მძაფრ სასწაულს… იერუსალიმში აღინიშნა ქართველებისა და ებრაელების 26-საუკუნოვანი მეგობრობა და პირველად მიეცა ქართულ ეკლესიას საშუალება, რომ ჩაეტარებინათ წირვა მაცხოვრის საფლავზე. იერუსალიმში ვიყავი იმ დროს, რიგში დავდექი საზიარებლად. ხელში მეჭირა იერუსალიმის თეთრი სანთლების შეკვრა, აუნთებელი. ჩემი რიგი რომ მოვიდა, მამაომ გამწია, შემრცხვა, მივხვდი, რომ არასწორად ვიდექი რიგში… გამოვედი იქიდან და ჩემს ხელში თავისით აალდა სანთლები. ვერც გეტყვით, რა დამემართა. გალობა შეწყვიტეს, მამაომ შეწყვიტა ქადაგება. დავტოვე ეს სანთლები… ვახშამზე მოვიდა მამაო და პატიება მთხოვა, რომ არ მაზიარა, რადგან აღსარება არ ჰქონდა მიღებული. დილას შემპირდა ზიარებას, მაგრამ უარი ვთქვი. ბედნიერი ვარ, რომ იმ ქვეყანაში ვცხოვრობ, სადაც მართლმადიდებლობა ჩვენი იდენტობის ნაწილია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g