LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რა შეიცვალა ხათუნა ჟორდანიასთვის გამოჯანმრთელების შემდეგ: „ბოლოს გავიგე, რომ მეოთხე სტადიის სიმსივნე მქონდა… ნინი მიმალავდა…“

1162
ხათუნა ჟორდანია

ხათუნა ჟორდანიამ „იმედზე“ ნანა ლორთქიფანიძის რუბრიკაში ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ გადალახა განსაცდელი და რთული პერიოდი:

„მე ღმერთმა მაჩუქა ჩემი ოჯახი, პირველ რიგში, ზურა, რომელიც ალბათ მართლა ღმერთის საჩუქარია. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მეორე ნახევარი ვიპოვე ცხოვრებაში. მან ძალიან გამიადვილა ეს მძიმე პერიოდი. ნინი და ანასტასია ის ორი ადამიანია, რომელმაც სული ჩამიდგა, მომცა სურვილი იმისი, რომ მებრძოლა, გადამელახა სიძნელეები და ჩემი ცხოვრება ჩვეულებრივად გამეგრძელებინა. ჩემი ძმა, ჩემი ძმისშვილები… არასდროს მითქვამს და ვისარგებლებ შემთხვევით – მყავს არაჩვეულებრივი ადამიანი სახლში, ტანია, ალბათ, და რომ მყოლოდა, ამდენს ვერ გამიკეთებდა, რაც ტანიამ ცხოვრებაში გამიკეთა და მადლობას ვეუბნები ამისთვის.

როცა დიაგნოზი გავიგე, საოცარი სურვილი გამიჩნდა, რომ მეცოცხლა, შვილთაშვილებს მოვსწრებოდი… პირველი დიაგნოზი რომ მითხრეს, მეგონა, რომ ერთ კვირაში შეიძლებოდა, აღარ ვყოფილიყავი. ნინი რომ არ ყოფილიყო, რომელიც შეუვალ-შეურაცხადია, როცა მე მეხება რამე… ნინი ერთ-ერთი საუკეთესო ონკოლოგი გახდა, ისეთ რჩევებს აძლევს ადამიანებს.

დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ვარ ძალიან ძლიერი ფსიქიკის ადამიანი და კარგად შემიძლია ჩემი ყველანაირი ემოციის მართვა.

ჩემს ცხოვრებაში უამრავი რამ გადავაფასე, უფრო ადვილად და მსუბუქად შევხედე ბევრ რამეს. ისე კარგად ვმართავ ჩემს ნერვულ სისტემას… ვარ ერთი გურული ქალი, რომელმაც აფეთქებაც ადვილად ვიცი და გაბრაზებაც, ადვილად გამოვდივარ მდგომარეობიდან, მაგრამ ახლა უფრო კეთილი ვარ, ვიდრე ვიყავი… გადავწყვიტე, ნამკურნალებზე ყველაფერი დამეხია და გადამეყარა, ვიპოვე ფურცელი, სადაც წერია, მეოთხე სტადიის სიმსივნე… ნინის დავურეკე, რა, მეოთხე სტადია მქონდა-მეთქი?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები