ოჯახის ექიმი ანა შაკაია „შუადღესთან“ გრიპის ვირუსის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ არსებობენ რისკჯგუფები, რომლებთანაც პირველივე სიმპტომების შემთხვევაში თვითმკურნალობა უნდა გამოირიცხოს.
„გრიპი არის სეზონური ვირუსული ინფექცია, რომელიც არ არის უბრალო ინფექცია და ყურადღებით უნდა მოვეპყროთ. კოვიდის შემდეგ, პაციენტებმა მარჯვედ იციან, როგორ უნდა მართონ პირველადი სიმპტომები. რა სიმპტომები ახასიათებს ა და ბე ტიპის ვირუსულ ინფექციას? ეს არის მაღალი ტემპერატურა, ძლიერი თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, შეიძლება იყოს ტკივილი მუცლის არეში. ამ სიმპტომატიკას აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება.
აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ რისკ-ჯგუფები, მცირე ასაკის ბავშვები ორ წლამდე, მოხუცები, პაციენტები ქრონიკული დაავადებებით, პაციენტები იმუნოდეფიციტით, პირველივე სიმპტომებიდან უნდა ჰქონდეთ ექიმებთან კონტაქტი და თვითმკურნალობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
სამწუხაროდ, მაინც გრძელდება ანტიბიოტიკების მიღება. სინამდვილეში ის ვერაფერს აკეთებს, იმუნურ სისტემას კი აქვეითებს. სიმპტომების გაუმჯობესება არ ნიშნავს პაციენტის გამოჯანმრთელებას.
რა უნდა გავაკეთოთ პირველადი სიმპტომების დროს? უნდა მოვერიდო იზოლაციას. ოთახის განიავება და სველი წესით დამუშავება, არ უნდა მოვწიოთ და ოჯახის წევრებსაც იგივე ვთხოვოთ. ხდება სასუნთქი გზების გამოშრობა, ტემპერატურა არ უნდა იყოს 20-22 გრადუსზე მეტი. ცხელ წყალში შეგიძლიათ გახსნათ სოდის რამდენიმე კოვზი. ეს ორთქლი ატენიანებს…“