LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რა სიურპრიზი მოუწყო გიგი დედალამაზიშვილმა ქალიშვილს ოქროს დაბადების დღეზე – „ახლა შენთან რომ არ ვარ, ძალიან განვიცდი… დიდი მადლობა, რომ ასეთი კარგი გოგო მყავხარ, ჩემი მაგარი მეგობარი ხარ“

2845
გიგი დედალამაზიშვილი

ჯგუფ „მგზავრების“ სოლისტმა, გიგი დედალამაზიშვილმა იუბილარ ქალიშვილს დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყო.

გიგი დედალამაზიშვილმა ლიზის, რომელიც 10 წლის გახდა, დაბადების დღის წვეულებაზე აუდიოგზავნილით, ემოციური ტექსტით მიმართა შვილს დაბადების დღე მიულოცა.

„ძალიან ძალიან მიყვარხარ და მინდა, ყველაზე ბედნიერი იყო. ახლა შენთან რომ არ ვარ, ძალიან განვიცდი, მაგრამ, სადაც უნდა ვიყო, მსოფლიოს რომელ წერტილშიც უნდა ვიყო, სულ შენზე ვფიქრობ და სულ შენთან ერთად ვიქნები.

ძალიან დიდი მადლობა, რომ ასეთი კარგი გოგო მყავხარ. გარდა იმისა, რომ ჩემი შვილი ხარ, ხარ ჩემი მაგარი მეგობარი და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის“, – ამბობს გიგი დედალამაზიშვილი მისალოც ვიდეოში. აღნიშნულ კადრებს გიგი დედალამაზიშვილის მეუღლე, მარინა კარპი „ტიკ-ტოკ“ პლატფორმაზე აქვეყნებს ტექსტით: „როცა მამიკოს საკონცერტო ტურნე შენს დაბადების დღეს დაემთხვა“.

„უბრალოდ, ისუნთქე“ – გიგი დედალამაზიშვილისა და მარინა კარპის ულამაზესი კადრები ყაზბეგიდან, სადაც ოჯახთან ერთად ისვენებს

@mgzavrebi_official 🥹❤️ @Marina Karpiy ♬ original sound – მგზავრები | MGZAVREBI

ამასთან, მარინა კარპი ლიზი დედალამაზიშვილის დაბადების დღის წვეულებიდან ვიდეოკოლაჟს „ინსტაგრამის“ გვერდზეც აქვეყნებს.

ვიდეო: „15 წლიანი სიყვარული“ – გიგი დედალამაზიშვილი და მარინა კარპი ერთად ყოფნის 15 წლის იუბილეს აღნიშნავენ

ფოტო/ვიდეო: „კიდევ ერთი ქართულ-უკრაინული ოჯახი“ – გიგი დედალამაზიშვილი და მარინა კარპი ყაზბეგიდან საოცარ კადრებს გვიზიარებენ

„მეცნიერები ადასტურებენ, რომ ბავშვებს მამებთან ერთად თამაში ხუთჯერ მეტად სიამოვნებთ, ვიდრე დედებთან, კარგი“ – რა ვიდეოს აქვეყნებს „გაბრაზებული“ მარინა კარპი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g