პოპულარული თურქული სერიალის, ახალი სეზონის ჰიტის, „შორეული ქალაქის” მთავარი გმირები სინემ უნსალი და ოზან აქბაბა თითო სერიაში 450 000 ლირას გამოიმუშავებენ, რაც დაახლოებით 11 890 დოლარს შეადგენს – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „სტამბოლური ამბები“ წერს.
სუპერპოპულარული სერიალის მიმართ ინტერესი დღითი დღე იზრდება.
„შორეული ქალაქი”, რომელიც ქართველმა მაყურებელმაც შეიყვარა, ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც მის პირველ სერიას, ერთი დღეში YouTube – ზე 3 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა, მეორე სერიის ფრაგმანს კი მილიონზე მეტი.
„შორეული ქალაქის” მთავარი გმირები – სინემ უნსალი და ოზან აქბაბა თითო სერიაში 450 000 ლირას გამოიმუშავებენ (დაახლოებით 11890$)
რაც შეეხებათ სხვა მსახიობებს, მათი ხელფასები (თითო სერიაში) 120 000_დან – 350 000 _მდეა (3170$ – 9250$)“, – წერს „სტამბოლური ამბები Istanbul Diaries“.