LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რა ტკბილად მღერის! უნიჭიერესი ხარ“ – ოთო ბაზერაშვილის მორიგი შესრულება და მოხიბლული მსმენელი

308
ოთო ბაზერაშვილი

„რანინელი“, ყველასათვის საყვარელი ახალგაზრდა მომღერალი ოთო ბაზერაშვილი „რუსთავი 2“-ის მუსიკალური გადაცემის „გული მღერის“ მორიგი ეპიზოდის ერთ-ერთი სტუმარი იქნება.

გადაცემა ეთერში 19 აპრილს გავა. აუდიტორია სხვა შემსრულებლებთან ერთად ოთო ბაზერაშვილის სიმღერასაც მოისმენს.

როგორც გადაცემის „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ანონსიდან ირკვევა, ოთო იმღერებს „მე უშენოდ უღვთოდ მკვდარი ვარ“, რომელსაც წარსულში გოგი დოლიძე ასრულებდა.

აღსანიშნავია, რომ ოთომ ეს სიმღერა გასულ წელს, თბილისობის დღესასწაულზეც შეასრულა, მას აკომპანემენტს ზვიად ბოლქვაძე უწევდა. შესრულებამ დიდი მოწონება დაიმსახურა.

„რა ტკბილი ხმა გაქვს“, ტკბილხმიანი ბიჭი“, „რა ტკბილად მღერის“, „უნიჭიერესი ოთო“ – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g