ნეკა სებისკვერაძის და დათო ნოზაძის მუსიკალური კლიპით საზოგადოება აღფრთოვანდა.
ნეკამ და დათომ „დილა მშვიდობისა“ შეასრულეს და თავიანთი შესანიშნავი პერფორმანსით მსმენელი კიდევ ერთხელ გააოცეს.
დიდი მოწონება დაიმსახურა კონცერტმეისტერ ნინო გულიაშვილის შესრულებამაც.
კლიპის რეჟისორი გვანცა მეფარიშვილია.
უსაყვარლესი ვიდეო ბაღდათში, კაფე გლიცინიაშია გადაღებული.
„რა ტკბილი ხმებია“, „ნიჭის ზეიმი“
„უთბილესი კერა ნიჭიერი ადამიანების გარემოცვაში“ – აღნიშნავს მსმენელი.