მომღერალი მამა-შვილის, ჯემალ და ცისანა სეფიაშვილის მუსიკალური დუეტი მსმენელს ძალიან უყვარს.
ვიდეო: „შენ ხარ სამყარო“ – ჯემალ და ცისანა სეფიაშვილების მიერ შესრულებული უთბილესი სიმღერა
მომღერლები ამჯერად „სიცრუის დეტექტორის“ საახალწლო გადაცემას სტუმრობდნენ, სადაც მათ წამყვანის და სტუმრის სტატუსი მოირგეს.
გადაცემის დასასრულს კი მათ ჯემალ სეფიაშვილის ულამაზესი სიმღერა „ნუშების თოვლი“ შეასრულეს და სოციალურ ქსელში დადებითი შეფასებებიც დაიმსახურეს: „რა ტკბილი მამა-შვილი ხართ“ – წერენ კომენტარებში.